ახალი კორონავირუსი საქართველოში

ამირან გამყრელიძეს COVID 19 დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ამირან გამყრელიძეს სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს, ის ამ ეტაპზე, სახლში, თვითიზოლაციაშია გადასული.

კომენტარები