არჩევნები 2020

ნათელაშვილი: თუ იქნება მხარდაჭერა და ღვთის ნება, მზად ვარ, დავიკავო პრემიერმინისტრის პოსტი

მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. რის შემდეგაც, მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები ადამიანი. 

თქვა ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის ღონისძიებაზე .

კომენტარები