არჩევნები 2020

ნათელაშვილი: ბელადების დრო წავიდა, წინ გველოდება მრავალპარტიული კოალიციური ხელისუფლება

ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში 31 ოქტომბრის შემდეგ სრულდება. ბელადების დრო წავიდა, წინ გველოდება მრავალპარტიული კოალიციური ხელისუფლება, ანუ ევროპული დემოკრატია.

ყოველ წინა და მოქმედ ხელისუფლებას ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ავიწყდებოდა, ვინ იდგა მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს მათ გვერდით და რომ ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ხალხია.

გპირდებით, რომ ვიქნები თქვენი ინტერესების გამტარებელი, ისევე, როგორც ვარ დღეს და ვიყავი აქამდე. მომავალს შევცვლი არა მე, არამედ ჩვენ.

წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები