არჩევნები 2020

ბესელია: თუ ჩემი პარტია ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, პოლიტიკიდან წავალ

თუ ჩემი ახალი პარტია ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის, თანამოაზრეებთან ერთად. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება, სხვა ფრონტიდან დავეხმარო. ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ზუსტად ვიცი, როგორ მივიდე და ბევრი ადამიანია საჭირო ამისთვის. ბევრი ადამიანი მეიმედება და ბევრი ასეთი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში, რომ ერთად შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა. 

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია, ტელეკომპანია "ფორმულაზე", სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" საუბრობს.

კომენტარები