Google

GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საწყის გვერდზე, მთავარ ბანერზე, საქართველოს დროშაა განათავსებული. ფოტოდან კი მომხმარებელს პირდაპირ შეუძლია, გადავიდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ საძიებო გვერდზე და ის ინფორმაცია ნახოს, რაც 26 მაისის შესახებ ინტერნეტში არის განთავსებული.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

კომენტარები