კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა. 3,003,392 ადამიანიდან 882,668 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 207,096 - გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსზე ტესტი 30 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული (987,322) და გარდაცვლილი (55,415) აშშ-ს ჰყავს. სწორედ აშშ-მა ჩაატარა ყველაზე მეტი ტესტი (5,470,555) მსოფლიოში. 

კომენტარები