კორონავირუსი

WHO: ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები COVID-19-ის გავრცელების რეალურ შედეგებს არ ასახავს

REUTERS/Denis Balibouse

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალჩინოსნის თქმით, ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესახებ მიწოდებული მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და კოვიდით დაღუპულთა რეალურ რაოდენობას. შესაბამის ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მიგვაჩნია, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები ნაკლებად გამოხატავს ვირუსის გავრცელების რეალურ შედეგებს, კერძოდ ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსით გარდაცვალების კუთხით. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული მონაცემები". - თქვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა.

რაიანის თქმით, ჩინეთმა გასულ თვეში ზედმეტად შეამცირა კორონავირუსით გარდაცვალების კლასიფიკაციის განსაზღვრება. კერძოდ, ამჟამად, ჩინეთში გარდაცვალება კორონავირუსთან დაკავშირებულად მხოლოდ ვირუსის შედეგად პნევმონიის განვითარებისა და სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში ითვლება.

WHO კი მიიჩნევს, რომ გარდაცვალება კორონავირუსთან დაკავშირებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის გამოწვეულია "კლინიკურად შეთავსევადი დაავადებისგან" პაციენტში, რომელსაც ინფექცია სავარაუდოდ, ან დადასტურებულად ჰქონდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამი ომიკრონის ერთ-ერთი ქვევარიანტი XBB.1.5-ია.

კომენტარები