შოტლანდია

შოტლანდიაში ტამპონები და ჰიგიენური საფენები უფასო გახდება

Reuters

შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ქალები უფასოდ მიიღებენ ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს.

კანონპროექტს, რომლის ავტორიც მონიკა ლენონია, პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი. აღნიშნულ კანონპროექტს 112-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

"ეს არაა ფუფუნების ნივთები. ეს ნივთები აუცილებელია და ქვეყანაში ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ამბობს კანონპროექტის ავტორი.

ქალებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური ნივთები ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებსა და აფთიაქებში უფასოდ დარიგდება.

კომენტარები