შოტლანდია

შოტლანდიაში ტრანსგენდერი ქალი პატიმრები ქალთა საპატიმროებში განაწილდებიან

შოტლანდიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერ ქალ კრიმინალებს ქალების ციხეებში გადაიყვანენ. როგორც ცნობილია, ქალების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასევე იმ ტრანსგენდერი ქალების გადაყვანაც დაიშვება, რომლებსაც ქალებზე ძალადობის კრიმინალური ისტორია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომელიც დამაჯერებელი მტკიცებულებებით იქნება დასაბუთებული. ის, თუ რამდენად წარმოადგენს პატიმარი ქალი პატიმრებისთვის საფრთხეს უნდა გადაწყდეს რისკების მართვის გუნდის და აღმასრულებელი პანელის მიერ. 

ახალი პროტოკოლი 5 დეკემბერს შოტლანდიის სასჯელაღსრულების სამსახურმა წარადგინა. მათი ცნობით, ქალთა საპატიმროები არ გადაიყვანენ იმ ტარნსგენდერ ქალ პატიმრებს, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

შოტლანდიის სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი პროტოკოლი 2024 წლის 26 თებერვლიდან ამოქმედდება. 

კომენტარები