შოტლანდია

შოტლანდიის მთავრობის წევრი: როულინგზე შესაძლოა სიძულვილის დანაშაულებზე საქმე აღიძრას

WireImage/Samir Hussein

შოტლანდიის მსხვერპლების და საზოგადოების უსაფრთხოების მინისტრის, შოვან ბრაუნმა თქვა, რომ სიძულვილის დანაშაულებზე შოტლანდიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა მწერალ ჯოან როულინგის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

ბრაუნის თქმით, შოტლანდიის პოლიციის გადასაწყვეტია დაიწყება თუ არა როულინგის დაკითხვა და გამოძიება ტრანსგენდერების არასწორი გენდერით მოხსენიების ბრალდებით. შოტლანდიაში მიღებული ახალი კანონი სიძულვილის დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ასაკთან, სქესთან, გენდერთან, რასასთან, რელიგიასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს, რომლებიც შესაძლოა სიძულვილს აღვივებდნენ. 

აღნიშნული კანონი აღმკვეთ ღონისძიებად ჯარიმას ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯოან როულინგს წლების მანძილზე ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. მან ამ თემაზე მრავალჯერ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ტრანსგენდერი ქალები ქალები არ არიან. წინა კვირას ჯოან როულინგმა შოტლანდიის ახალი კანონიც გააკრიტიკა და თქვა, რომ კანონი კომიკურია და ის კაცისთვის კაცის დაძახებას გააგრძელებს. 

კომენტარები