ტერორიზმი

ლონდონის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

უსმან ხანი
BBC

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ლონდონის ხიდზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების სააგენტო ამაქმა განაცხადა. მათ თავდასხმაში მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა იყო პასუხი მათ მოწოდებაზე თავს დასხმოდნენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯიჰადისტური დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში არიან.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მას ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და დანით იყო შეიარაღებული. როგორც ირკვევა, რის 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ციხეში იჯდა, თუმცა ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ის 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აფეთქების მოწყობის მცდელობისათვის დააკავეს. მას 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი უნდა გაეტარებინა ციხეში, შემდეგ კი შესაბამისი პირობებით გათავისუფლდებოდა. მან საპატიმრო 2018 წლის დეკემბერში დატოვა. როგორც ლონდონის პოლიციაში ამბობენ ამ დრომდე ხანი ვადამდე გათავისუფლების პირობებს ასრულდებდა და რეაბილიტაციის პროგრამაშიც მონაწილეობდა.

მან თავდასხმა სწორედ პატიმართა სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ლონდონის ხიდისაკენ გაემართა. დაღუპულთანაგ ერთი სწორედ სასწავლო პროგრამის კოორდინატორია. მეორე დაღუპულის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროებულა. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარის გამო ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო ტერორიზმში ბრალდებულთა გათავისუფლების პირობების გადახედვას აპირებს. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის გაუქმება ბრიტანეთს ამ ტრაგიკულ შემთხვევას თავს აარიდებდა. მთავრობა გადახედავს ტერორიზმში ბრალდებული იმ 70-მდე ადამიანის საკითხსაც, ვინც უკვე გაათავისუფლეს ციხიდან.

"თუ ტერორიზმის ბრალდებით ხარ დაკავებული, მინიმუმ 14 წელი უნდა მოიხადო და ზოგი არც უნდა გაათავისუფლონ. გარდა ამისა, ტერორიზმში ბრალდებულებმა ზუსტად იმდენი უნდა მოიხადონ ციხეში, რასაც მოსამართლე მიუჯით. გამონაკლისების გარეშე." თქვა მან.

კომენტარები