ტერორიზმი

ლონდონის ხიდზე თავდამსხმელი 2012 წელს ტერორიზმის ბრალდებით იყო ნასამართლევი

უსმან ხანი
BBC

29 ნოემბერს ლონდონის ხიდთან ტერორისტულ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრპლა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მას ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და დანით იყო შეიარაღებული. როგორც ირკვევა, რის 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ციხეში იჯდა, თუმცა ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ის 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აფეთქების მოწყობის მცდელობისათვის დააკავეს. მას 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი უნდა გაეტარებინა ციხეში, შემდეგ კი შესაბამისი პირობებით გათავისუფლდებოდა. მან საპატიმრო 2018 წლის დეკემბერში დატოვა. როგორც ლონდონის პოლიციაში ამბობენ ამ დრომდე ხანი ვადამდე გათავისუფლების პირობებს ასრულდებდა და რეაბილიტაციის პროგრამაშიც მონაწილეობდა.

მან თავდასხმა სწორედ პატიმართა სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ლონდონის ხიდისაკენ გაემართა. დაღუპულთანაგ ერთი სწორედ სასწავლო პროგრამის კოორდინატორია. მეორე დაღუპულის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროებულა. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარის გამო ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო ტერორიზმში ბრალდებულთა გათავისუფლების პირობების გადახედვას აპირებს. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის გაუქმება ბრიტანეთს ამ ტრაგიკულ შემთხვევას თავს აარიდებდა.

"თუ ტერორიზმის ბრალდებით ხარ დაკავებული, მინიმუმ 14 წელი უნდა მოიხადო და ზოგი არც უნდა გაათავისუფლონ. გარდა ამისა, ტერორიზმში ბრალდებულებმა ზუსტად იმდენი უნდა მოიხადონ ციხეში, რასაც მოსამართლე მიუჯით. გამონაკლისების გარეშე." თქვა მან.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კი მომხდარი ბიუჯეტის შემცირებას მიაწერა. მისი თქმით სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამებისათვის დაფინანსების შემცირება შედეგებზე გავლენას ახდენს და ამცირებს იმ ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის შანნს, ვინც შემდგომ მსგავს დანაშაულს ჩადის.

მთავრობა გადახედავს ტერორიზმში ბრალდებული იმ 70-მდე ადამიანის საკითხსაც, ვინც უკვე გაათავისუფლეს ციხიდან.

კომენტარები