ტერორიზმი

ლონდონში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი მოკლულია

ბრიტანეთის პოლიციამ მოკლა პირი, რომელსაც ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და ლონდონის ხიდთან რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა.

თავდასხმისას რამდენიმე გამვლელმა კაცის შეჩერება სცადა, ის მიწაზე დააგდეს და დანის წართმევა სცადეს. სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა პოლიციის მიერ.

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მოქალაქეების გამბედაობა შეაქო და თქვა, რომ ბრიტანელების დაშინებას და დაყოფას ვერასოდეს მოახერხებენ.

ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა 2017 წელსაც, როდესაც სამი პირი მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი გამვლელებს თავს დაეხსა. მაშინ დაიღუპა 8 და დაშავდა 48 ადამიანი. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ბრიტანეთმა მათი განცხადება ეჭვქვეშ დააყენა.

კომენტარები