ეკონომიკა

გია ვოლსკი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლებას ოპოზიციას აბრალებს

გია ვოლსკი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ტურიზმიდან მიღებული შემოვასავლის კლება, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუთვეველი ქმედებების შედეგია.

"რუსეთს უნდოდა თავის ძალის ჩვენება თუ კი შესაბამისის წინაპირობები იქნებოდა და ეს წინაპირობების შეიქმნა. მავნებლობა რომელიც ჩაიდინა, ჩვენმა ზოგიერთმა თავქარიანმა ოპონენტმა მათ შორის პოლიტიკური პარტიები მყავს მხედველობაში. რასარკვირველია მათ არ გათვალეს ის შედეგი, რომელიც წვრილ თუ საშუალო ბიზნესს დაუდგებოდა", — განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა. დოკუმენტის მიხედვით წინა წლის ივლისთან შედარებით, 2019 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 58 მილიონი დოლარით შემცირდა. 

 

კომენტარები