ეკონომიკა

ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"

iStockPhoto

ორგანიზაციამ საზოგადოება და ბანკები კრედიტინფო საქართველოს ანალიტიკური
ინფორმაცია მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის მარტის მონაცემებით, დაახლოებით 1.9 მილიონ მოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს, აქედან ყოველ მე-5 მსესხებელს, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება.

საქართველოში:

  • 1.9 მილიონი ადამიანი არის – მინიმუმ ერთი სესხით;
  • ყოველი მეხუთე – ვადაგადაცილებულია;
  • 370,000-მდე ფიზიკური პირი – ვერ ფარავს ვალდებულებას;
  • მოსახლეობის 10% – მინიმუმ ერთი პრობლემური სესხი;
  • 2.7 მილიარდი ლარი – პრობლემური დავალიანება;
  • ეკონომიკურად აქტიური პირების 20% ე.წ. "შავ სიაშია".

ორგანიზაციის განცხადებით, ტენდენციაზე დაკვირვებით, საქართველოში წლიდან-წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.

კომენტარები