ივანიშვილის წარმომადგენელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საინვესტიციო პროექტზე, რომელსაც საქართველოში კომპანია Emaar Properties დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის კომპანია Eagle Hills-ი განახორციელებს.
ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი. ივანიშვილის მინისტრის თქმით, საუბარია ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და თბილისში, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც 5,000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური ორი კომპლექსი გააერთიანებს განთავსების ობიექტებს და სხვა კომერციულ სივრცეებს.
"ამ პროექტმა განსაკუთრებით, ყურის ქვეყნებში გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა. ნდობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ პოზიტიური. ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლამ, ამ მოცულობის თანხით, გამოიწვია მსხვილი ინვესტორების დაინტერესება არა მხოლოდ სპარსეთის ყურის, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც" - თქვა ქვრივიშვილმა, პრესსამსახურის ცნობით.





