ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში თვალახვეული მომიტინგეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ [გალერეა]

ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019 - 21:57
WSJ
tbl.ge/3xmc
დაკოპირდა

ჰონგ-კონგში თვალახვეული მომიტინგეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.

11 აგვისტოს პოლიციის ოფიცერი მომიტინგეებს ახლო მანძილიდან ესროდა ტყვიებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთერთ ქალს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოვლენებს თვალს ადევნებდა, "მარცვლების ტომრის" ტყვია მარჯვენა თვალში მოხვდა. 

ექიმის თქმით, პირველი ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა, ქალმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. 

აღნიშნულ ტყვიას ადამიანის მოკვლა შეუძლია. 

12 აგვისტოს ჰონგ-კონგში ყველა რეისი გაუქმდა, აეროპორტში ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე აქციას აგრძელებს. 

მომიტინგეები აეროპორტში პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. 

11 აგვისტოს ჰონგ-კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის 9 მონაწილე დაშავდა. 

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და სხვა სახის იარაღი გამოიყენეს.

უკვე ორი თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს იწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ჰონგ-კონგიაქცია ჰონგ-კონგშიჩინეთიპოლიცია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 22:55

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:57

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:35

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:21

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:02

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში