ნანა კოსტავა

ბოკერია ნანა კოსტავაზე: მაშფოთებს ის, რომ მმართველი გუნდი იწყებს ხოლმე ასეთი ხალხის დაცვას

მე იმ ადამიანს არც მინდა შევეხო, ვშიშობ რომ მისი მდგომარეობა თვითონ მძიმეა, ვინც ასეთი ტრაგედიის დროს ნიშანს მოუგებს ვინმეს და ღმერთმა დაგსაჯაო ეტყვის. და თურმე ეს პირველად არ მომხდარა. თურმე მაია ასათიანის ტრაგედიის დროსაც მოქცეულა. მე აქ მაშფოთებს ის, რომ მმართველი გუნდი იწყებს ხოლმე ასეთი ხალხის დაცვას და ყველგან შეიძლება მოხდეს რომ ასეთი ადამიანი შეიძლება ფსიქიკურად ასე დაიძრას და ასეთი უბედურების დროს იკადროს და ნიშანი მოუგოს ვიღაც აქტივისტს, რომელიც მას არ მოწონდა. მერე როცა მმართველი გუნდი ხარ და იმას ვერ აცნობიერებ, რომ ასეთ რამეზე გამართლება კი არ უნდა დაიწყო, მკაფიო პოზიცია დააფიქსირო და მერე სადღეგრძელოებს გვიკითხავენ სამოქალაქო მშვიდობაზე და არ უნდა იყოს ძალადობა და ასეთ დროსაც მკაფიო პოზიციას არ იჩენ და ეგრევე მახსენდება სხვა ვითარებებიც. ქართული მარშის ვითარება როდესაც 25 წლის გოგოს საჯაროდ ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მმართველი გუნდი არ გმობდა მათ. ნორმალური კლიმატი ასე დგინდება, რომ რაღაც ზღვრები არსებობს, რომელიც პოლიტიკურად გაწყობს არ გაწყობს, რაღაც სტანდარტს აწესებ და თუ ამ სტანდარტს არ აწესებ, მერე ყველას უბიძგებ სიძულვილისკენ 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტვ.პირველის ეთერში ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის ნანა კოსტავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

კომენტარები