დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლაში ვარ. თქვენი სენსაციებისთვის არ მცალია. არ მაქვს ფული და არც გავლენები. ერთი მაქვს და მყავს, სამშობლო და ღმერთი, კარგად იყავით
tbl.ge/3qj9
დაკოპირდა
პირველი არხის ცნობით, მათთან სატელეფონო საუბარში განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ნანა კოსტავამ. მას საკრებულოს დეპუტატის მანდატი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, გადაწყვეტილება "ამომრჩევლის თხოვნის გამო" შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!".
ამავე თემაზე
- კოსტავა: ქართული ოცნების მაისური ერთ-ერთმა პირველმა მე ჩავიცვი, სხვათაშორის, ბერამ მაჩუქა
- "ნანა, წადი" - ქუთაისში ნანა კოსტავას საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
- საკრებულოს თავმჯდომარე: შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას თუ ნანა კოსტავა
- კოსტავა: ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო
- კოსტავა: ჩემმა ამომრჩეველმა მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა, მე მგონი, დავრჩები საკრებულოში