ნანა კოსტავა

კოსტავა: ქართული ოცნების მაისური ერთ-ერთმა პირველმა მე ჩავიცვი, სხვათაშორის, ბერამ მაჩუქა

ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ "ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა "ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური, სხვათაშორის, ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი, არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი

ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ნანა კოსტავა პრაიმტაიმთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ კოსტავამ 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". კოსტავამ საზოგადოების პროტესტის შემდეგ თქვა, რომ 3 ივნისს საკრებულოს დატოვებდა, თუმცა, მერე განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატის დათმობა "მომრჩეველმა" გადააფიქრებინა.

კომენტარები