სალომე ზურაბიშვილი

"კიბერთავდასხმაც არაა გამორიცხული" - პრეზიდენტის ადმინიტრაცია ტრამპის პოსტის გაზიარებაზე

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც," - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებაზე განმარტებას აკეთებენ. 

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთერთი თანამშრომლის ერთერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა,“ –თქვა პრეიზდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა ტრამპის პოსტი, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო.

კომენტარები