ინდოეთი

ინდოეთში თინეიჯერი გოგო ოჯახმა ხეზე მიაბა და გაამათრახა [video]

ინდოეთში 18 წლის მუსლიმი გოგო ოჯახის წევრებს ხეზე რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ მიბმული და ამათრახებდნენ.

თინეიჯერის დასჯის მიზეზი განსხვავებული რელიგიის მიმდევარ შეყვარებულთან ერთად გაპარვა აღმოჩნდა. ოჯახმა წყვილი მალევე იპოვა და გოგო საჯაროდ ხეზე დაბმითა და გამათრახებით დასაჯა.

ინდური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალის გამათრახების გადაწყვეტილება სოფლის საბჭომ მიიღო. 18 წლის თინეიჯერი ხეზე 5 საათის განმავლობაში იყო მიბმული.

კომენტარები