რამდენიმე დღის წინ, გაზეთ The Boston Globe-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მედიასაშუალებებზე თავდასხმას გმობს, 300-ზე მეტმა მედიამ მხარი დაუჭირა.
The Boston Globe-მა მედიასაშულებებს მოუწოდა, გამოაქვეყნონ სარედაქციო სტატიები, რომლებშიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე თავდასხმა იქნება დაგმობილი.
საპროტესტო კამპანიას, როგორც აშშ-ის რეგიონალური გამოცემები, ასევე ბრიტანული მედიასაშუალება The Guardian-ც შეუერთდა.
დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებებს არაერთხელ უწოდა ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანოები, ხოლო ჟურნალისტებს ხალხის მტრები, სწორედ ეს გახდა კამპანიის წამოწყების მიზეზი - "ბინძური ომი" ასე აფასებენ გამოცემები ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებებს.
გაეროს ექსპერტების თქმით, ეს ყოველივე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რისკს ზრდის.