ჩეხეთი

ჩეხეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

unipetrol

ჩეხეთში Unipetrol-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ კარალუპი ნად ვლტავოუში, ადგილობრივი  დროით 10:00 საათზე, მოხდა.

როგორც კომპანია Unipetrol-ის წარმომადგენელმა თქვა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ქარხანა ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს.

Unipetrol-ი ჩეხეთში ერთერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც საწვავისა და მანქანის ზეთს აწარმოებს.

აფეთქების მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.

კომენტარები