ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან.
ოკამურას თქმით, ამ ცვლილებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მისი მოწოდებაა, რომ უკრაინის დროშა ყველა შენობიდან ჩამოხსნან.
"უკრაინის დროშა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის შენობიდან ჩემი ბრძანებით მოხსნეს და ამას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ჩეხეთი პირველ რიგში!". - წერს ოკამურა.
ამის შემდეგ კი გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ოკამურას ნაბიჯის პასუხად, ამჟამად ჩეხეთის პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშაა გადმოკიდებული – სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის (ODS), მერებისა და დამოუკიდებლების პარტიამ (STAN) და ჩეხეთის მეკობრეების პარტიამ უკრაინის დროშები საკუთარი საპარლამენტო ფრაქციების ფანჯრებიდან გადმოკიდეს.
"სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოესწორებინა ტომიო ოკამურას პირველი ნაბიჯი. უკრაინის დროშა პალატაში დაბრუნდა და ახლა ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის ფანჯრებიდან არის გადმოფენილი". - წერია ODS-ს განცხადებაში.
4 ნოემბერს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოპულისტური პარტიამ ANO სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროსკეპტიკურ პარტიასთან მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე SPD-სთან მიაღწია.
5 ნოემბერს კი კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, SPD-ს ლიდერი, ტომიო ნაკამურა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერად აირჩიეს.





