ჩეხეთი

ჩეხეთში ათასობით ადამიანი პროდასავლელი პრეზიდენტის, პეტრ პაველის მხარდასაჭერად შეიკრიბა

გუშინ, ჩეხეთში ათასობით ადამიანი პროდასავლელი პრეზიდენტის, პეტრ პაველის მხარდასაჭერად შეიკრიბა. მოქალაქეები პრაღის ცენტრში მდებარე ორ მოედანსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ. ორგანიზატორების ცნობით, აქციებში 80-90 000 ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მიზანი მხარდაჭერის ჩვენება იყო პრეზიდენტისთვის, რომელიც უარს ამბობს მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის მოტორისტები საკუთარი თავისთვის საპატიო თავმჯდომარის, ფილიპ ტურეკის გარემოს დაცვის მინისტრად დანიშვნაზე, რადგან მან წარსულში რასისტული და ნეონაცისტური განცხადებები გააკეთა.

პაველის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოტორისტების პარტიის ლიდერია, მის შანტაჟს ცდილობს.

"ძალიან ვაფასებ ყველას, ვინც გულგრილი არ რჩება იმის მიმართ, რაც ირგვლივ ხდება და გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე". - თქვა პაველმა.


გასული წლის ნოემბერში ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოპულისტური პარტიამ ANO სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროსკეპტიკურ პარტიასთან მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე SPD-სთან მიაღწია.

დეკემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა არჩევნებში გამარჯვებული პარტია ANO-ს ლიდერის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა დაამტკიცა, თუმცა, ტურეკის კაბინეტის წევრთა სიაში შეყვანაზე უარი თქვა. შემდეგ კი პაველმა მოტორისტების ლიდერის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები გამოაქვეყნა, რომელიც შანტაჟად შეაფასა და განსახილველად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს გადასცა.

კომენტარები