ავიაკატასტროფა

თვითმფრინავმა, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი იყო, ირანის მთებში კატასტროფა განიცადა

mirror.co.uk

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელის ბორტზეც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ირანის მთებში კატასტროფა განიცადა. შემთხვევა ისპაჰანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი თეირანიდან იასუჯაში მიფრინავდა.

თვითმფრინავი "Aseman Airlines"-ს ეკუთვნოდა. ავიახაზის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები