ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 164 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, საწვრთნელმა თვითმფრინავმა კატასტროფა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე სკოლის ტერიტორიაზე განიცადა, შედეგად კი ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი ნაწილი ბავშვია. თვითმფრინავის პილოტი კი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
ბანგლადეშის შეიარაღებული ძალების განცხადებით, კატასტროფის მიზეზი F-7-ის თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.





