ავიაკატასტროფა

ხორვატიაში თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა

ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავი

ხორვატიის პოლიციის ცნობით, 13 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა. პოლიციის თქმით, თვითმფრინავი ჩრდილოეთში მდებარე საზღვაო პორტ რიეკადან ზაგრებისკენ მიფრინავდა.

ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, Air Tractor AT-802 ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე გაქრა. აქედან 20 წუთში საგანგებო სამსახურს აცნობეს, რომ ქალაქ სენიის ახლოს, ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან, თვითმფრინავი იწვოდა.

ხორვატიის საზოგადოებრივ მაუწყებელ HRT-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი თურქეთის სატყეო ადმინისტრაციას ეკუთვნოდა. HRT-ის ცნობით, თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, რომლის ცხედარიც ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

კომენტარები