ავიაკატასტროფა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში, დასახლება აჩი-სუში ვერტმფრენი კერძო სახლს დაეცა. 

ვერტმფრენში 7 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი.

3 დაშავებული ქალაქ იზბერბაშის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაღესტნის სამაშველო სამსახურის განცხადების თანახმად, სახლი მიტოვებული იყო, კატასტროფის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები