საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა სემინარიის ყოფილ სტუდენტებს არ დაუჯერა და სამეცნიერო საბჭოს ენდო

შორენა და პატრიარქი
facebook.com/tabula.ge/

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის განცხადებით, პატრიარქი გაეცნო სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებულთა პრეტენზიებს და მისთვის საგულისხმო აღმოჩნდა აკადემიური საბჭოს საპასუხო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილი სტუდენტების პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამება.

"პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს, როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება ძალიან პატივცემული და დიდი მეცნიერებისგან. ამის საპასუხოდ იყო ავტორიტეტული მეცნიერების და აკადემიური საბჭოს წერილი. პატრიარქისთვის საგულისხმოა ასეთი ავტორიტეტული ადმიანების დასკვნა. საბჭოს წევრების არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა მიტროპოლიტმა მუჯირმა.

სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულები, ყოფილ რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ძვიადაძეს ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებენ. ოცზე მეტმა კურსთამდავრებულმა პატრიარქსა და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს საჯარო მიმართვა გაუგზავნა.

კომენტარები