საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეკლესია პროევროპელ და არა პრორუს პატრიარქს აირჩევს

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ დღეს სუსტია პატრიარქი, რომელიც ეკლესიის გეზს ძალიან მტკიცედ ინარჩუნებდა. ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოსაა და, ვიტყოდი, რომ აქცენტების ცვლილების მიყოლა ახასიათებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და რადგან ოპტიმისტი ვარ და საქართველოს გამძლეობის მწამს, ასევე იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას.

ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს პატრიარქ ილია II-ის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისა და ეკლესიაში პრორუსული ტენდენციების შესახებ. 

კომენტარები