საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო ისრაელ-ჰამასის ომს მე-20 დღეს სამი წინადადებით გამოეხმაურა

ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქომ ისრაელზე ტერორისტების თავდასხმის შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა.

"დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება". - წერია განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქს ამ დრომდე არ დაუგმია მომხდარი. არ გამოქვეყნებულა არც სამძიმრის წერილი.

კომენტარები