აზერბაიჯანი

2018 წლის თებერვლიდან აზერბაიჯანელი სასულიერო პირები ოფიციალურ ხელფასს აიღებენ

apa.az

2018 წლის თებერვლიდან აზერბაიჯანელი სასულიერო პირები ოფიციალურ ხელფასს მიიღებენ. ხელფასები ქვეყნის მეჩეთებში მომუშავე მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდიდან გაიცემა. ინფორმაცია ამის შესახებ, რელიგიურ სტრუქტურათა კომიტეტის წარმომადგენელმა მუბარიზ გურბანლიმ გაავრცელა.

"ფონდის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შეიქმნება მართვის საერთო ბაზა და გამოიყოფა შესაბამისი ფინანსები. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის თებერვლიდან რელიგიური პირებისთვის ოფიციალური ხელფასის გაცემა დაიწყება." - განაცხადა მუბარიზ გურბანლიმ. 

კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად კომიტეტში ხელფასის ოდენობასა და განაწილებაზე მსჯელობენ.

 

კომენტარები