აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ოპოზიციის ლიდერი ალი ქარილმი დააკავეს

29 ნოემბერს ბაქოში, ოპოზიციური პარტიის, "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" ლიდერი ალი ქარილმი დააკავეს.

ქარილმის თანაპარტიელების თქმით, დაკავებამდე მის სახლში უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა.

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მთავარი ფიგურანტი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი რამიზ მეხტიევი. 

მეხტიევს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სახელმწიფო ღალატს ედავებიან. 14 ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ მეხტიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, ჩხრეკა მოხდა პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაგიმის სახლში. ქარიმლის გარდა, დაკავებულები არიან მისი თანაპარტიელები: ფაიგ ამირლი, ფარიზ ალიზადე და რუსლან ამირლი.

ქარიმლი "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" წევრი 1992 წლიდან არის. პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მცირე დროით იყო ქვეყნის სახელმწიფო მდივანი. 2000 წლიდან დღემდე არის "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე.

კომენტარები