აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა NATO-ს დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია აქტიურად ცდილობს მოდერნიზაციასა და NATO-ს სტანდარტებზე გადასვლას.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია რეფორმირების პროცესში თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
NATO-ს სამხედრო სტანდარტებთან დაახლოების კონტექსტში, ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქოსა და NATO-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას.
"აზერბაიჯანი NATO-ს ღირებული პარტნიორია. მნიშვნელოვან შეფასებას იმსახურებს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვლილი და მტკიცე მხარდაჭერა ავღანეთში განხორციელებულ ოპერაციაში," წერია ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ალიევმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელები იყვნენ უკანასკნელნი, ვინც ავღანეთის ტერიტორია დატოვა.





