საკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე აირჩია

ევა გოცირიძე
რუსთავი 2

90 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურა დაამტკიცა.

საკითხის განხილვის გადადებას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა, რაზეც მმართველმა პარტიამ უარი თქვა.

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით აირჩიეს. ის ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ევრომოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი სამკაციანი სია ჩავარდა. ევა გოცირიძის შეფასებით, "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ".

ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. 

კომენტარები