საკონსტიტუციო სასამართლო

იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი

მე მქონდა დარჩენილი 11 თვე უფლებამოსილების ამოწურვამდე და ვინაიდან იყო შემოთავაზება კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისგან რექტორის პოზიციაზე, მე მივეცი თანხმობა აქედან გამომდინარე. ახლა რახან იყო ეს შემოთავაზება, მე მივიღე გადაწყვეტილება სწორედ ამ ვადებიდან გამომდინარე, რაც მქონდა დარჩენილი, მომავალში იქნებოდა თუ არა ვერ გეტყვით.

თქვა მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე დატოვა

კომენტარები