შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ უწმინდესს სრული უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ ჩვენთვის, ყველასთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ასე ინება უწმინდესმა და გააკეთა. რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. ახლა ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. ის წაბრძანებულია. რომ ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
მეუფე შიო მუჯირი: პატრიარქი ჩამოვა და მოსაყდრის ვალდებულებას დააკონკრეტებს
tbl.ge/2n6j
დაკოპირდა

ეს მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ინტერპრესნიუსის ცნობით. მან მოსაყდრის სტატუსით დღეს პირველი წირვა ჩაატარა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოსაყდრედ 23 ნოემბერს დაასახელა.
ამავე თემაზე
- დეკანოზი შალვა კეკელია კუბოს გამოეხმაურა
- ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეკლესია პროევროპელ და არა პრორუს პატრიარქს აირჩევს
- საპატრიარქო: ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ვატიკანში დაიდგა
- საპატრიარქო ისრაელ-ჰამასის ომს მე-20 დღეს სამი წინადადებით გამოეხმაურა
- საპატრიარქო ირანთან მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე საუბრობს




