მოგზაურობა

უფასო გაზრდილი ხელბარგი Wizzair-ის მგზავრებისთვის - ბარგის ახალი პოლიტიკა ძალაში შევიდა

WizzAir

Wizzair-ის მგზავრები დიდი ზომის ხელბარგისთვის მოსაკრებელს აღარ გადაიხდიან. ავიაკომპანიის ხელბარგის ახალი პოლიტიკა ძალაში უკვე შევიდა. აქამდე, უფასო ხელბარგის ზომები იყო 42 X 32 X 25 CM, ხოლო 56 X 45 X 25 CM ხელბარგზე, მგზავრებს უკვე ფული უნდა გადაეხადათ. დღეიდან, უფასო ჩანთის ზომები 55 X 40 X 23CM-მდე (მაქსიმუმ 10 კგ) გაიზარდა, ხოლო ფასიანი ხელბარგი ავიაკომპანიას აღარ აქვს. 

ამასთან, მგზავრი, რომელიც ე.წ პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებას შეიძენს (5 ევრო), ბორტზე ხელბარგთან ერთად, დამატებით ჩანთას აიტანს (40x30x18 სმ).

ავიაკომპანია WizzAir საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან შემოვიდა. 2018 წლის მაისიდან, ავიაკომპანია ქუთაისიდან 17 მიმართულებით იფრენს. ამ დროისთვის, Wizzair-ი რეისებს ასრულებს ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მენინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის და ლონდონის მიმართულებით. გაზაფხულზე, ავიაკომპანია ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონას, პრაღის და ვროცლავის მიმართულებებს ამატებს.

კომენტარები