მოგზაურობა

ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც ველოსიპედი მოპარეს, ახალი აჩუქეს

Spend 4 Seasons in Georgia

ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობდა, თბილისში, რამდენიმე დღის წინ, ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ ტურისტმა Facebook-ის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა და მალევე ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქრივიშვილის ცნობით, მოგზაურს მოპარული ველოსიპედის სანაცვლოდ ახალი გადაეცა.

მისივე თქმით, ტურისტს ველოსიპედის გარდა კომპანიებმა სხვადასხვა საჩუქარი გაუკეთეს.

ბრიტანელმა მოგზაურმა როუენ კემპბელმა მოგზაურობა სინგაპურიდან დაიწყო და 11 ქვეყანას ესტუმრა. ველოსიპედით მან 7500 კილომეტრი გაიარა.

კომენტარები