მოგზაურობა

უნგრეთმა და საქართველომ შეუფერხებლად მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება შეუფერხებლად მოგზაურობის შესახებ

შეთანხმების თანახმად, ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე მოქალაქეებს მოგზაურობისას კარანტინის პროცედურის გავლა ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ მოუწევთ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო კვირას. 

ამჟამინდელი მონაცემებით, უნგრეთის ვაქცინაციის სერტიფიკატს იღებს 10 სახელმწიფო: 

  1. ჩეხეთი
  2. რუმინეთი
  3. სერბეთი
  4. სლოვენია 
  5. ჩრდ. მაკედონია
  6. მონტენეგრო
  7. თურქეთი
  8. ბაჰრეინი
  9. მონღოლეთი
  10. საქართველო 
     
 

კომენტარები