მოგზაურობა

საფრანგეთმა მოგზაურებისთვის ყველა Covid-შეზღუდვა გააუქმა

საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა Covid-შეზღუდვა გააუქმა. ეს ეხება ნარინჯისფერი ზონიდან, მათ შორის საქართველოდან, შესულ მგზავრებსაც, რომელთაც ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვდნენ.

"მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე, აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა, აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა (აუცრელებს)" - აცხადებს საფრანგეთის საელჩო.

მგზავრებს აღარ მოსთხოვენ არც Covid ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას.

კომენტარები