სექსუალური შევიწროება

ტერი რიჩარდსონი სექსუალური შევიწროების ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლეს

fashion.photogrist.com

ამერიკელი მოდის ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონი კომპანია Conde Nast International-მა სამსახურიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებით გაათავისუფლა. კომპანია ისეთ მოდურ ჟურნალებს გამოცემს, როგორებიცაა Vogue, GQ, Glamour, Vanity Fair და სხვები. გამომცემლობის გადაწყვეტილების მიხედვით, რიჩარდსონი თავისი ნამუშევრების გამოქვეყნებას ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ გამოცემაში ვერ შეძლებს.

Independent-ის ცნობით, ჰარვი ვაინშტაინისგან განსხვავებით, ტერი რიჩარდსონი სექსუალურ შევიწროებაში ღიად არავის არ დაუდანაშაულებია, მაგრამ მისი ქცევის შესახებ მოდელები ჯერ კიდევ წლების წინ ალაპარაკდნენ. 2014 წელს გავრცელებული ბრალდებების მიხედვით, რიჩარდსონი გადაღებების დროს მოდელებს ეროტიკული სცენების თამაშს აიძულებდა.

52 წლის ფოტოგრაფს თავისი კარიერის განმავლობაში უამრავ მოდელთან, მომღერალთან თუ მსახიობთან უმუშავია. მათ შორის არიან ქეით მოსი, მირანდა კერი, შარლიზ ტერონი, მერაია ქერი, ბიონსე, რიანა, მაილი საირუსი და სხვები.

კომენტარები