სექსუალური შევიწროება

PHR: სასამართლომ დაადგინა, რომ კლუბი და მწვრთნელი 9 ქალ ფეხბურთელს სექსუალურად ავიწროებდნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის მართვე და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს, რომელიც ქალი ფეხბურთელების ინტერესებს იცავდა.

"ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით.

PHR-ი ულოცავს ქალ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას და მოუწოდებს ყველას, იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად" - აცხადებს ორგანიზაცია,

კომენტარები