პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბ მართვეს ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმა.
"ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო, რომელთაც სასამართლოში PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, ისინი ფედერაციისგან ასევე ელიან ქალთა საფეხბურთო კლუბ ნიკეს მწვრთნელის, გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმებას, რადგან მის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ უკვე დაადასტურა.
4 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და ქალთა საფეხბურთო კლუბ მართვესა და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.