პოლა აბდულმა სასამართლოში უჩივლა American Idol-ისა და So You Think You Can Dance-ის პროდიუსერს, ნაიჯელ ლითგოუს. მომღერალი კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მომღერლის საჩივრის მიხედვით ლითგოუს სექსუალური შევიწროების ორ ფაქტზე ედება ბრალი, რომელიც American Idol-ის გადაღებებზე მოხდა. აბდული შოუს ერთ-ერთი მსაჯი იყო.
მომღერლის თქმით თავდასხმის ერთი შემთხვევა ლიფტში მოხდა.
"ლითგოუმ აბდული კედელთან მიაყენა, შემდეგ ხელით შეეხო მკერდზე და გენიტალიებზე და პირში ენა ჩათხარა". – წერია სარჩელში.
"შოკირებული და დასევდიანებული პოლას ბრალდებებით. თითქმის ორი დეკადაა მე და პოლა მეგობრები და კოლეგები ვართ, რომელთაც მხოლოდ პლატონური გრძნობები აკავშირებთ". – ამბობს ბრალდებული ლითგოუ.
აბდული American Idol-ის ჟიურის წევრი 2002-2009 წლებში იყო, ხოლო ლითგოუ შოუს 2002-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.
აბდულის თქმით ლითგოუმ ასევე სექსუალურად შეავიწროვა მომღერლის პერსონალური ასისტენტიც.