თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ოპოზიციას სხდომას არ ჩააშლევინებს. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში ამ დრომდე გრძელდება.
"არ ჩაგაშლევინებთ სხდომას, არა" - მიმართა ალიბეგაშვილმა ოპოზიციას, რომელიც სხდომის გადადებას ითხოვს.
ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს, მოუმზადებელია და ნაჩქარევად აქვთ სხდომაზე შეტანილი.
ოპოზიციის პროტესტი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდება. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.





![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)