ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. ეს ხაზი ერთმანეთს დიდ დიღომსა და მეტროსადგურ სარაჯიშვილს აკავშირებს.
"დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 6 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს". - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, ასევე 2 ერთეული ავტობუსი დაემატება N293 მარშრუტს, რომელიც დიდი დიღმის I და II მკ/რნ-ის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება ასევე მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე.
გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსე ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
