თვითმმართველობის არჩევნები 2017

ცესკო რეგისტრაციის პრობლემბის მქონე ამომრჩევლებს: მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე იმ ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. 

ცესკოს განცხადებით, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნულმა მოქალაქეებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და საცოვრებელი ადგილის მიხედვით ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით გაიარონ რეგისტრაცია. 

"რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები